graficsმსესხებლებს ვთავაზობთ შემდეგი სახის გრაფიკებს

 1. ანუიტეტური გრაფიკი

სესხი იფარება ეტაპობრივად, ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის თანაბარი ყოველთვიური შენატანებით. სასესხო პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია გადახდის გრაფიკის შეცვლა, სესხის დამატებითი ტრანშის დამატება ან გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულზე მეტი თანხის შემოტანა (სესხის ვადაზე ადრე დაფარვისათვის არანაირი პირგასამტეხლო, ჯარიმა ან საკომისიო გათვალისწინებული არ არის).

 2. არასტანდარტული გრაფიკი

მსესხებელი იხდის მხოლოდ გამოყენებული ძირითადი თანხის პროცენტს, შესაძლებელია სესხის შემცირება ნებისმიერი თანხით, ან სრულად ვადაზე ადრე დაფარვა. ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში არანაირი ჯარიმა, პირგასამტეხლო ან დამატებითი გადასახადი არ გადაიხდება. გადახდები წარმოებს ყოველთვიურად, ანგარიშსწორებისათვის შეთანხმებული თარიღისათვის.

 3. თავისუფალი გრაფიკი

გამონაკლის შემთხვევაში, მსესხებლის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია თავისუფალი გადახდის გრაფიკის შემუშავებაც. მსესხებელი, მისი შემოსავლების პერიოდულობიდან გამომდინარე, გადახდის გრაფიკს ადგენს შემოსავლების მოსალოდნელი ნაკადების გათვალისწინებით. შესაძლებელია გადახდის გრაფიკის ცვლილება სასესხო პერიოდის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც რაიმე ჯარიმა, პირგასამტეხლო ან დამატებითი საკომისიოს გადახდა გათვალისწინებული არ არის.