Start Up სესხი
ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც შეუძლია თავისი წარმატებული საქმიანობით დაეხმაროს საკუთარ თავსადა გარშემომყოფებს. თუ ბიზნეს იდეა სიცოცხლისუნარიანია, შესაძლებელია საწყისი კაპიტალის (Start-Up) დაფინანსებაც.
ექსპრეს სესხი
მოკლევადიანი სესხი მიმდინარე ვალდებულებების დასაფარავად. სესხის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა კონვერტირებულ იქნას ჩვეულებრივ სესხად.
სესხის მოქმედების ვადა – 2 თვე
სესხის მომხმარებლები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც ესაჭიროებათ მოკლევადიანი და იაფი რესურსები მიმდინარე ლიკვიდობის სამართავად.
საკრედიტო ხაზები
დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში მსესხებელი ახორციელებს აქტიურ–პასიურ ოპერაციებს (დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში შეუძლია მრავალჯერადად შემოიტანოს და გაიტანოს თანხები).
მსესხებელი არ არის შეზღუდული განხორციელებული ოპერაციების რაოდენობით. სესხის პროცენტის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, გადახდის შეთანხმებული დღისათვის.
იპოთეკური სესხები
სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით. სესხის დაფარვა ხორციელდება ყოველთვიური თანაბარი შენატანებით, თუმცა მსესხებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლოა სხვა ნებისმიერი დაფარვის გრაფიკის შემუშავებაც.
სესხის ვადიანობა – 60 თვემდე
ბიზნეს სესხი
გჭირდებათ თანხა თქვენი ბიზნესის გასაფართოებლად ან საბრუნავი კაპიტალის გასაზრდელად?
მიმართეთ თბილმიკროკრედიტს და აიღეთ ბიზნეს სესხი გამარტივებული პირობებით:
აგრო სესხი
სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტი ფერმერებს და მეწარმეებს გთავაზობთ აგრო სესხს შეღავათიანი პირობებით.